აჭარის უმაღლესი საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირველი სხდომა 28 ნოემბერს გაიმართება. როგორც დღეს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის მოწვევის თარიღად 2016 წლის 28 ნოემბერი განსაზღვრა.
აღნიშნული განკარგულება კონტრასიგნაციისთვის საქართველოს მთავრობას დღეს გადაეგზავნა.