ნოდარ ჯავახიშვილი და ნოდარ ხადური ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ მთავრობის ახალი წევრების დასახელების დროს გახდა ცნობილი.
ნოდარ ჯავახიშვილს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელი ზურაბ ალავიძე შეცვლის.
ნოდარ ხადურს კი, დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია იქნება.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნოდარ ჯავახიშვილი გენერალური აუდიტის მოადგილედ დაინიშნება, ნოდარ ხადური კი, კონკურენციის სააგენტოს უხელმძღვანელებს.
ამასთანავე, კახი კალაძე კვლავ ენერგეტიკის მინისტრად ბრუნდება.