აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ახალი საწარმო დაათვალიერეს და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ. საწარმო თუნუქის სახურავებს,ასევე სხვადასხვა პროფილებს აწარმოებს და წიბოების ლამინირებას ახორციელებს.
ახალი საწარმო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში წელს ამოქმედდა. ინვესტორმა 427 000 დოლარი დაფინანსება მიიღო და ხელშეკრულების მიხედვით 1200კვ.მ ტერიტორიაზე საწარმო მოაწყო. დღეისათვის საწარმოში ჯამში 80 მოქალაქეა დასაქმებული და კომპანიის განცხადებით ეს ციფრი კიდევ გაიზრდება.
მთავრობის წევრებს საწარმოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია შპს „ხახუტას" დირექტორმა ნოდარ შერვაშიძემ გააცნო.