ნავთობი ისევ გაძვირდა. ბრენტის მარკის საწვავის ღირებულებამ დღეს დილით 49,43 დოლარი შეადგინა, რაც გუშინდელ მაჩვენებელს დოლარითა და 8 ცენტით აღემატება, დაბლ იუ თი აის მარკის საწვავისბ ღირებულება კი ბარელზე 47,49 დოლარით განისაზღვრა. ბირჟის ანალიტიკოსთა განმარტებით, ნავთობის გაძვირება საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც, ნავთობმოპოვება დღე-ღამეში 32,5 მილიონ ბარელამდე უნდა შემცირდეს.