7 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი დაიღუპა ლიბიის ქალაქ ბენგაზიში მომხდარი აფეთების შედეგად. დანაღმული ავტომობილი სკოლასთან აფეთქდა. ბომბი სასწავლო პროცესის დასრულებისას ამოქმედდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე  არც ერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.