პირველად საქართველოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, 19 ნოემბერს, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეშიციფრული მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენცია - Touch გაიმართა. კონფერენციის ძირითადი თემა ტურიზმიციფრულ სამყაროში იყო. საუბარი შეეხო ახალი ტენდენციების, ბიზნესში ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობისადა ინტერნეტ სამყაროს ახალი გამოწვევების შესახებ. კონფერენციას Google-ის, National Geographic-ის, Impact hub Vienna-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციის სპიკერები იყვნენ: საქართველოს ტურიზმისადმინისტრაციის ხელმძღვანელი - გიორგი ჩოგოვაძე, Google-ის ინდუსტრიული მენეჯერი დმიტრი შილიუკი, National Geographic-ის ფოტოგრაფი - ვიქტორ ლაგუშკინი, Impact hub Vienna-ის წარმომადგენელი - კაი ვიჩმენი ,სოციალური მედიის მენეჯერი - ანა სამპაიო ბაროში, ფრანგი ფოტოგრაფი და მოგზაური - აურელიან ბატინი.კონფერენციის მონაწილეებს წარმატებული ისტორიები და ბიზნეს გადაწყვეტილებები გაუზიარეს. Touch -ციფრული მარკეტინგის პირველი კონფერენცია ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა დაყოველწლიურად გაიმართება. პროექტის სპონსორები არიან: ავიაკომპანია ,,ატლასგლობალი'' და სასტუმრო,,ფაბრიკა'', მხარდამჭერები - ღვინო ,,ვისმინო", რესტორანი ,,ბარბარესთან'', ტექნოპარკი და კომპანია ,,პორტ:80''.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით: ,,ინტერნეტიყოველწლიურად კომუნიკაცის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი არხი ხდება. ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაცია ძალიან აქტიურად და წარმატებულად იყენებს ციფრულ მარკეტინგს ჩვენი ქვეყნის ტურისტულიპოტენციალის წარმოსაჩენად მსოფლიოს წინაშე. ეს საერთაშორისო კონფერენციაც ამ მიმართულებით წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ, რომ გაიზიარონგამოცდილება ციფრული მარკეტინგის ტენდენციების, ტექნიკური საშუალებების და საკომუნიკაციო არხებისდახვეწის შესახებ, ეს ყველაფერი კი დაეხმარება მათ რომ სამიზნე აუდიტორიასთან მათ შორის პოტენციურტურისტებთან სწორი კომუნიკაცია მოახდინონ."