ადამიანის უფლებათა დაცვისა და საქმოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტმა თავმჯდომარის მოადგილეები აირჩია. კერძოდ, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე იქნება.
რაც შეეხება კიდევ ორ მოადგილეს, ”ქართული ოცნების” მხრიდან კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე რატი იონათამაშვილი, ოპოზიციიდან კი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ტუღუში იყვნენ წარდგენილები. ორივე კანდიდატს კომიტეტის წევრების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.