შვედეთის  ქალაქ  გიოთებორგში  ერთ- ერთ ავტოსადგომზე  ავტომობილი აფეთქდა.  აფეთქებამდე  ქუჩაზე  სროლის ხმაც ისმოდა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის  მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია.  მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ  სამი პირი დააკავა.  სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.