დღეს საკრებულოში თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტს განიხილავენ. საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე კომისიებისა და ფრაქციების წევრები შენიშვნებს წარმოადგენენ. ამის შემდეგ ბიუჯეტის პროექტი მერიას დაუბრუნდება, შესწორებული ვარიანტი კი 10 დეკემბრამდე მზად იქნება. ნაციონალური მოძრაობა მოცემულ პროექტს მხარს არ დაუჭერს ამის ერთ–ერთ მიზეზად სოციალური პროექტების შემცირებას ასახელებენ. სხდომა დღეს 12 საათზე გაიმართება.