სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი ორშაბათს განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კვირიკაშვილმა განუცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, 21 ნოემბერს გაიმართება ბრიფინგი, სადაც აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება.
18 ნოემბერს, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, მთავრობას ავტომატურად შეუწყდა უფლებამოსილება. მთავრობის წევრები მთავრობის წევრების მოვალეობას ასრულებენ.