იანვარ-ოქტომბრში აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სექტორში განხორციელდა 7,91 მილიარდი მანათის ინვესტიცია გასული წლის ანალოგიური პერიოდის 5,91 მლრდ დოლარის მაჩვენებელთან შედარებით (ზრდა 24,2%-ით), ნათქვამია აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ 10 თვის შედეგების ანგარიშში.
აღნიშნულ პერიოდში კაპიტალდაბანდებამ აზერბაიჯანის სამრეწველო სექტორში შეადგინა 7,95 მილიარდი მანათი, რაც 14,2%-ით ნაკლებია 2015 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების მაჩვენებელთან შედარებით.
აღნიშნული თანხიდან აღნიშნულ პერიოდში მოპოვებით მრეწველობაში განხორციელდა 7,14 მლრდ მანათის ინვესტიცია, რაც 12,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.