კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მოსახლეობას მიმართავს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში, მიკროავტობუსში ფეხზე მდგომი მგზავრები ფიქსირდებიან.
„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ კატეგორიულად აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აკრძალულია მიკროავტობუსში, ხუთ ადამიანზე მეტის ფეხზე დგომა. უმორჩილესად ვთხოვთ ჩვენს მომხმარებლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი გადატვირთულ მიკროავტობუსში ასვლისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„თბილისის მიკროავტობუსში“ აცხადებენ, რომ ყველა იმ მძღოლის მიმართ, რომელიც სამარშუტო ტაქსში ზედმეტ მგზავრებს აიყვანს, კომპანიის მონიტორინგის სამსახურის მიერ, მკაცრი ადმინისტრაციული ზომები გატარდება.