მე-9 მოწვევის პირველ სხდომას ესწრება პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და მოქმედი მინისტრთა კაბნეტის წევრები, რომელთაც რამდენიმე წუთში უფლებამოსილება შეუწყდებათ და ისინი მინისტრის მოვალეობის შემსრულებლები გახდებიან ,ვიდრე პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს არ დაამტკიცებს. დღეს კომენტარები ჯერ კიდევ მოქმედმა მინისტრებმა გააკეთეს.
„როდესაც საარჩვენო პერიოდში ჩვენ დაპირებებს ვაძლევდით ჩვენს მოსახლეობას, ჩვენ კარგად გვქონდა გააზრებული, რომ ამას ყველაფერს დასჭირდება პოლიტიკური ნება, შესაბამისდ ყველა გადაწყვეტილება რომელიც იქნება მიღებული, იქნება იმისათვისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს,“-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პრემიერი ახალ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტს ერთ კვირაში წარუდგენს.