ვფიქრობ, ამ პარლამენტში მუშაობა უფრო საპასუხისმგებლოა - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, იურიდიული კომიტეტი მზად იქნება უფრო ღიად იმუშაოს.
,,ვფიქრობ, უფრო საპასუხისმგებლოა ამ მოწვევის პარლამენტში მუშაობა. იურიდიული კომიტეტი მზად იქნება ღიაობისთვის ყველა ორგანიზაციასთან. გავაგრძელებთ მუშაობას ახალ ნარკოპოლიტიკაზე და იმ სისხლის სამართლის საკითხებზე, რომელიც ეხება ფარულ მოსმენებს. დღეს მოხდება კანონის ფარგლებში ყველა პროცედურის გავლა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას დღეს შეუდგება.