პრეზიდენტის რანგში ბოლო ევროპულ ტურნეს ბარაკ ობამა გერმანიით ასრულებს. ანგელა მერკელთან მოლაპარაკებებისას თეთრი სახლის მოქმედმა ლიდერმა ევროპულ- ამერიკული ურთოერთობების პერსპექტივებზე ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი ტრამპი რუსეთთან ისეთ შეთანხმებებს არ გააფორმებს, რომელიც ზოგიერთი პატარა ქვეყნისთვის საზიანო შედეგის მომტანი იქნება.