აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,3 მლნ ბარელით გაიზარდა ანუ 1,1%-ით და შეადგინა 490,3 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები გაიზარდა 0,7 მლნ ბარელით ანუ 0,3%-ით და შეადგინა 221,7 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები გაიზარდა 0,3 მლნ ბარელით ანუ 0,2%-ით და შეადგინა 148,9 მლნ ბარელი.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს.