აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტმა EBRD-ის საერთაშორისო კონფერენციაზე პირველი ადგილი მოიპოვა.
კონკურსზე „კონსალტინგი საზღვრებს გარეშე“ აჭარის პროგრამული ბიუჯეტი - ყველაზე ხელშესახები შედეგის მქონე პროექტად დასახელდა.
ინოვაციური პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, USAID-ის პროგრამის, დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) ფარგლებში, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ PMCG შექმნა.
„ეს პროექტი ადასტურებს, რომ საუკეთესო საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების სინთეზს შეუძლია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ინსტიტუციების საქმიანობა“ - განმარტა კონკურსის საერთაშორისო ჟიურიმ.
აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაგეგმვა პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით 2014 წლიდან დაიწყო.
პროგრამული ბიუჯეტი:
- შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტი
- ბიუჯეტის შედგენის პროცესში ჩართულია საზოგადოება (საჯარო განხილვები)
- დეტალურად არის აღწერილი პროგრამების მიზნები და განხორციელების ვადები
- აფასებს მიღებულ შედეგს, დახარჯულ რესურსთან მიმართებაში
პროგრამული ბიუჯეტის შექმნის მიზანი აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების სწორი დაგეგმვა და მისი ეფექტური განხორციელება იყო.
ბიუჯეტის შედგენის ახალი ფორმატი გულისხმობს საბიუჯეტო ორგანიზაციების,სსიპ ების,დაინტერესებული მხარეების, სერვისის მომხმარებლების,სამოქალაქო დაჯგუფებების,დონორების ჩართვას ფინანსური დოკუმენტის შექმნის პროცესში.
დაინტერესებული მხარეების შენიშვნებისა და მოსაზრებების ასახვა ხდება საბიუჯეტო საბოლოო ვერსიაში.