ღვინის ქარხანა N პირველში ჟურნალ „ინტერიერი“-ს მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მწერლები, დიზაინერები და არქიტექტორები დაესწრნენ.
გამოცემა მკითხველს ქართველი ხელოვანებისა და დიზაინერების ნამუშევრებს სთავაზობს. ჟურნალი „ინტერიერი“მთლიანად ქართული შინაარსისგან შედგება და ქართველი დიზაინერების, ქართული პროდუქციის, ქართული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული.
ყოველ ნომერს მოყვება ჩანართი თანამედროვე ქართველი არტისტების რეპროდუქციების სახით. ჩანართს აქვს მარტივად ამოსახევი ფორმატი და მკითხველს შეუძლია ის საკუთარი ინტერიერის ნაწილად აქციოს.