რუსეთმა შესაძლოა გერმანიაში მომავალი წლის არჩევნებზე გავლენა მოახდინოს. განცხადებას გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი აკეთებს. სააგენტო როიტერთან საუბრისას ჰანს გეორგ მააზენმა აღნიშნა, რომ რუსეთი გერმანიის არჩევნებზე გავლენის მოხდენას მედიაში ცრუ ინფორმაციის გავრცელებით შეეცდება. მააზენმა მაგალითად 13 წლის მიგრანტი გოგონას შემთხვევა მოიყვანა. შარშან ბერლინში რუსი მოზარდის გატაცებისა და გაუპატიურების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რასაც მედიაში დიდი რეზონანსი მოყვა. მოგვიანებით, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოგონას გატაცების ან გაუპატიურების ფაქტი არ დაადასტურა.