რომის სტატუტთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილება, ჰააგაში მიმდინარე გამოძიებას ხელს ვერ შეუშლის. ასე ფიქრობენ თბილისში. საქმე 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში მიმდინარე გამოძიებას ეხება. ოფიციალურ თბილისში განმარტავენ, რომ ამ მომენტამდე რუსეთის ფედერაცია ისედაც არ იყო სტატუტის მხარე და ეს საქმის გამოძიების დამაბრკოლებელი ფაქტორი ვერც გახდება. შეთანხმებიდან გასვლაზე განკარგულებას პუტინმა ხელი გუშინ მოაწერა. როგორც ცნობილია, რუსეთმა სტატუტს ხელი 2000 წელს მოაწერა , მაგრამ შეთანხმების რატიფიკაცირება არ მოუხდენია.