პრეზიდენტმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, 19 ნოემბრამდე უნდა დანიშნოს. ვადა რეგმალმენტითაა განსაზღვრული. კონკრეტული თარიღის დასახელება კი პრეზიდენტის პრეროგატივაა. კანონმდებლები ახლა გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს, ვიცე-სპიკერებს, კომიტეტის თავმდჯომარეებს, ფრაქციის ხელმძღვანელებს და უმრავლესობა-უმცირესობის ლიდერებს პირველივე სხდომაზე აირჩევენ. ირაკლი კობახიძის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი იქნება. ნაციონლაური მოძრაობიდან ვიცე-სპიკერობის კანდიდატად სერგი კაპანაძე სახელდება. ასევე ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე განიხლება ირმა ინაშვილი პატრიოტთა ალიანსიდან.