მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა სავარაუდოდ 21 ნოემბერს დასახელდება. დღეს კი ძველი შემადგენლობა შეირკიბება. გიორგი კვირიკაშვილმა უკვე დაკომპლექტებული მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს უნდა წარუდგინოს, ხოლო გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა ახალი შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს. რაც შეხება საკადრო ცვლილებებს, გავრცელებული ინფორმაციით, არ შეიცვლებიან ძალოვანი მინისტრები, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს კი სავარაუდოდ დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის; "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე, სავარაუდოდ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. დავით ბაქრაძე კი, როგორც ცნობილია, აშშ-ში ელჩად განაგრძობს მუშაობას. დოლიძე ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.