“ქართული ოცნების” წევრებმა პარტიის სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრები გაიმართა კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატებითანაც. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პარლამენტში შესაძლოა „ქართული ოცნების“ 3 ან 4 ფრაქცია ვიხილოთ. ცნობილია, რომ ერთ-ერთი ფრაქციის ლიდერად მამუკა მდინარაძის კანდიდატურა განიხილება. პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს 12 საათზე გაიმართება.