არაბეთის გაერთიანებული საემიროებმა შექმნა მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ავიაკომპანია Emirates-ის მგზავრებს შესაძლებლობა მიეცემათ სავიზო განაცხადი შეავსონ. მობილურ აპლიკაცია DVPC Mobile App-ის საშუალებით საკუთარი პროფილის გაკეთებაცაა შესაძლებელი და ასევე სავიზო მოსაკრებლის გადახდაც. ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სავიზო განაცხადი მოგზაურობამდე მინიმუმ ოთხი სამუშაო დღით ადრე უნდა იქნეს შევსებული.
აღსანიშნავია, რომ Emirates-ის მგზავრები აქამდეც გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდნენ. მათ ბილეთის შეძენისას სავიზო განაცხადის შევსება ონლაინ შეეძლოთ.