ლათინური ამერიკის ქვეყნებში გვალვა კაკაოს ხეების დაავადების მიზეზი გახდა. ეს ფაქტი კი მსოფლიოში კაკაოს ხარისხზე და რაოდენობაზეც აისახება. ანალიტიკოსები შოკოლადის დეფიციტს პროგნოზირებენ, მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში შოკოლადზე მოთხოვნა გაიზარდა.
კაკაოს ხეების დაავადება აფრიკის ქვეყნებში არ დაფიქსირებულა, შესაბამისად აფრიკაში მოსავლის შემცირება მოსალოდნელი არ არის.