საქართველომ და უკრაინამ შეასრულეს პირობები და ვიზალიბერალიზაციაზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას ძალიან მალე ველოდები - ამის შესახებ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა.
„უკვე არაერთხელ განვცხადე და მიმაჩნია, რომ საქართველომ და უკრაინამ შეასრულეს პირობები. მე პოზიტიურ გადაწყვეტილებას ძალიან მალე ველდოები, რადგან ამ ქვეყნების მოქალაქეები იმსახურებენ ამას“,-აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.
ამასთან, მისივე თქმით, ევროკომისიას შუძლია, მხოლოდ მოუწოდოს წევრ ქვეყნებს პროცესის დაჩქარებისკენ.
„მე კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჯერ კიდევ ნოემბერია, ამიტომ დეკემბერში პროცესის დასრულების შესაძლებლობა არსებობს. ერთადერთი მიზეზი ამ პროცესის გაჭიანურების არის ის, რომ საჭიროა ევროკავშირსა და ევროპარლამენტს შორის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა“,-აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.