2016 წლის III კვარტალში საქართველოში 35 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (65,7%) ქვემო ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 17,1% ფუნქციონირებს ქ. თბილისში, 5,7% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 5,7% - შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენები სხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.
2016 წლის III კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 41 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 97 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 941 კაცით განისაზღვრა.
2016 წლის III კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 289,4 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 89,9%-ს წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი, კარტოფილი, ალაო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
2016 წლის III კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 39,0 მლნ ლარის ღირებულების 63,2 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 65,4% იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების.
ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი (რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის დაახლოებით 50,6%).
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიურმა დატვირთვამ (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 48,2%-ს, აგვისტოში - 49,5%-ს, ხოლო სექტემბერში - 44,1%-ს.