თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა ახალი მომსახურეობა დაამატა. ამიერიდან ავიაბილეთის შეძენასთან ერთად, Pegasus Airlines-ის საიტზე, აეროპორტიდან სასტუმრომდე ტრანსფერის დაჯავშნაცაა შესაძლებელი.
აღნიშნული სერვისის მიღება შეუძლიათ იმ მგზავრებს, რომლებიც სარგებლობენ სტამბოლის, ანკარისა და იზმირის აეროპორტებით.
ტრანსფერის ღირებულებაა 19,9 TL (19,9 ლირა), რაც ტაქსის მომსახურეობაზე გაცილებით იაფია.