ქართული ციტრუსი ახალ ბაზრებზე გავა. როგორც აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე აცხადებს სამიზნე ქვეყნებს დაემატა ბალტიისპირეთისა და შუა აზიის ქვეყნები.
"ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ციტრუსის სეზონი გვექნება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მალე გახსნილად გამოაცხადებს სეზონს. სასიხარულოა, რომ სამიზნე ქვეყნებს დაემატა ბალტიისპირეთისა და შუა აზიის ქვეყნები.
სახელმწიფო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ფერმერებს სეზონის წარმატებით დასრულებაში. ძალიან კარგი სიახლეები გვაქვს. მათ შორის ისიც, რომ აჭარაში გაიმართება ციტრუსის ფესტივალი, რაც აქამდე არასოდეს ყოფილა. ეს ტურისტული მიმართულებისთვისაც მნიშვნელოვანია.“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.