VTB BONUS პროგრამით მომხმარებელს ეძლევა საშუალება დააგროვოს ბონუს ქულები სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ვითიბი ბანკის ბარათით განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქციის დროს. ბონუს ქულები ავტომატურ რეჟიმში გროვდება, ბანკის ნებისმიერი ბარათით მინიმუმ 50 ლარის გადახდისას.
VTB BONUS პროგრამა ასევე ითვალისწინებს cash back -ის სისტემას. ვითიბი ბანკის ბარათით გადახდისას კლიენტს შეუძლია უკან მიიღოს გადახდილი თანხის ნაწილი. ოცდახუთამდე პარტნიორ ორგანიზაციასთან განსხვავებული მოცულობის cash back -ი მოქმედებს, მაქსიმალური თანხის, 35%-ის დაბრუნება სასტუმრო „მგზავრებში“ ვითიბი ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას არის შესაძლებელი.
VTB BONUS პროგრამით დაგროვილი ქულების დახარჯვა შესაძლებელია კომუნალური გადასახადების დასაფარად, მობილური ტელეფონის ბალანსის შესავსებად ან საკუთარ ანგარიშზე ჩარიცხვით. ქულების გადაცვლა შესაძლებელია ვებ გვერდზე www.bonus.vtb.ge განთავსებული ნივთების ან ვაუჩერების შესაძენად და ასევე ვებ გვერდზე swoop.ge