„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გუბაზ სანიკიძესთან თანამშრომლობის შესახებ კონსულტაციების მიმდინარეობა დაადასტურა. საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში მან განაცხადა, რომ სანიკიძესთან თანამშრომლობა სასიამოვნოა
„კონსულტაციები, ალბათ, უფრო გარღმავდება. რა ფორმას მიიღებს ის, მომავალში შევხედოთ, თუმცა მე გიდასტურებთ, რომ ჩემთვის გუბაზ სანიკიძესთან კონსულტაციები და თანამშრომლობა სასიამოვნოა. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, გადაწყვეტილება თავად სანიკიძემ უნდა მიიღოს, რა ფორმით და ვისთან ითანამშრომლოს. ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს ადამიანური, ოჯახებით ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ეს არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ერთნაირი ხედვა ქვეყნის დღევანდელი პრობლების თაობაზე, ასევე სამომავლო განვითარების თაობაზე. რა ფორმას მიიღებს ეს თანამშრმლობა, ამაზე თავად გუბაზ სანიკიძე გიპასუხებთ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
გუბაზ სანიკიძემ „ეროვნული ფორუმის“ დატოვების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა და მძლავრი ოპოზიციური მოძრაობა დააანონსა.