სკანდალური განცხადებებით ცნობილი ფილიპინების ლიდერი მხიარულ გუნებაზეა. როდრიგო დუტერტემ მალაიზიის პრემიერთან ერთად კარაოკეში ლირიკული სიმღერები იმღერა. დუტერტემ და ნაჯიბ რაზაკმა ცნობილი ჰიტები „ქარი ჩემს ფრთებს ქვეშ“ და „ახალგაზრდები“ შეასრულეს. ამის შემდეგ კი 70-იანი წლების ლეგენდარული სიმღერა შა-ლა-ლა-ლა-ლა იმღერეს. როდრიგო დუტერტებს მსოფლიოს თავი უცენზურო განცხადებებით გააცნო. მას ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი, გაეროს გენერალუი მდივანი და რომის პაპიც კი უდიერად მოიხსენია.