საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში საქართველოს დაწინაურებას სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს. როგორც ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე ამბობს, ბოლო პერიოდში მთავრობის მხრიდან ბევრი სწორი რეფორმა გატარდა და შედეგმაც არ დააყოვნა.
„როგორც იცით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, აღნიშნული კვლევის მიხედვით, საქართველომ ბიზნესის კეთების კუთხით საკუთარი მაჩვენებელი გააუმჯობესა და ორი ადგილით დაწინაურდა. ეს იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. გაუმჯობესდა ბიზნესგარემო და ინვესტორების მხრიდან დაინტერესებამაც იმატა. ეს არის ის სწორი კურსი, რაც ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს განაპირობებს“, აცხადებს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი.
აღსანიშნავიოა, რომ „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ბიზნესის დაწყებისთვის საუკეთესო ქვეყნებია წარმოდგენილი. აღნიშნული შეფასება ეყრდნობა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგს.
ვიდეორგოლის მიხედვით, საქართველო ტოპ ათეულში მე-8 ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ირლანდიასა და სომხეთს.
ვიდეორგოლში აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიზნესის კუთხით საქართველომ საკუთარი მაჩვენებელი გააუმჯობესა და 2 ადგილით დაწინაურდა.
ბიზნესის მარტივად დასაწყებად ჩამოთვლილი ქვეყნების ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ახალი ზელანდია
2. კანადა
3. ჰონგკონგი
4. მაკედონია
5. აზერბაიჯანი
6. სინგაპური
7. ავსტრალია
8. საქართველო
9. სომხეთი
10. ირლანდია