მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 18 ნოემბერს გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომას, საქართველოს პრეზიდენტი დანიშნავს.
მანამდე კი, კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს, ახალი მოწვევის პარლამენტს სიტყვით მიმართავს გიორგი მარგველაშვილი.
პირველივე სხდომაზე აირჩევენ საქართველოს პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, რომელიც ირაკლი კობახიძე იქნება, ასევე გადანაწილდება სხვა საპარლამენტო თანამდებობიც.
ამასთან, პირველივე საკითხი, რომელზეც პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისთვის სადეპუტატო უფლება-მოსილების შეწყვეტა. ამის შემდეგ დაიწყება ახალი მთვარობის ფორმირებაზე მუშაობა.