თურქული ჩაის უმსხვილესი მწარმოებელი, სახელმწიფო კომპანია ÇAYKUR-ი მალე ჩინურ ბაზარზეც შევა. მხარეებს შორის შეთანხმება ჩინეთში გამართულ FHC CHINA-2016-ზე უკვე შედგა.
საერთაშორისო გამოფენაზე 66 ქვეყნიდან 2150 კომპანია იყო წარდგენილი და როგორც ÇAYKUR-ი ხელმძღვანელმა განაცხადა, კომპანიისთვის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც სწორედ ამ გზით ხდება თურქული ჩაის პოპულარიზაცია და დაკავშირება პოტენციურ კლიენტთან.
„უკვე წლის ბოლოს ჩვენ ჩვენს პროდუქციას ჩაის სამშობლოში - ჩინეთშიც - გავყიდით, რომელიც მსოფლიოში ჩაის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანაა. აღმოსავლეთის ქვეყნები ძალიან მნიშვნელოვანი ბაზრებია და ჩვენ გვინდა ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ“ განაცხადა ÇAYKUR-ი მენეჯერმა.
ÇAYKUR-ში აცხადებენ, რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მსოფლიომ თურქული ჩაის გემო გაიგოს. დღეისათვის თურქული ჩაის რეალიზაცია მსოფლიოს 88 ქვეყანაში ხდება და ÇAYKUR-ში იმედი აქვთ, რომ წლის ბოლომდე თურქული ჩაის ექსპორტიორი ქვეყნების რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.