რუსეთის დიპლომატიური უწყება თანამემამულეებს საქართველოში ვიზიტისას შესაძლო რისკების შესახებ აფრთხილებს. აქვე რუსეთის ტურიზმის სააგენტო ტუროპერატორებს მოუწოდებს, ტურისტებს საქართველოში არსებულ რისკებზე მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ. „იმის გამო, რომ რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წელს შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა ჯერ არ აღდგენილა, რუსეთის მოქალაქეების სამართლებრივი დაცვა ქვეყანაში შეზღუდულია. საქართველოში ამ დრომდე მოქმედებს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლის საფუძველზეც, გასულ წელს რუსეთის სამი მოქალაქე დააკავეს, იყო რუსეთის მოქალაქეების დევნის ფაქტებიც,“--ნათქვამია უწყების განცხადებაში. საპასუხო განცხადება ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ქვეყნისთვის იმიჯი მნიშვნელოვანია და აუცილებელია ფაქტზე დროეული რეაგირება.