საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და სამედიცინო კორპორაცი „აევექსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში ჰოჯკინის დაავადების მქონე ბავშვებს და ახალგაზრდებს მაგნიტურ-რეზონანსულ და კომპიუტერულ ტომოგრაფიას უსასყიდლოდ ჩაუტარებენ. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო კვლევებისთვის სახსრების მობილიზება საბიუჯეტო თანხებიდან არ ხორციელდება.