ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში გერმანიის საკონსულოსთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ თალიბანმა“ აიღო. ქალაქ მაზარიშარიფში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. დაიღუპა 2 და დაშავდა 32 ადამიანი. ინციდენტის შემდეგ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ფაქტი დაადასტურა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა კი კრიზისული შტაბის შექმნის განკარგულება