საქართველოში პირველად ტაქსის მძღოლების პროფკავშირი ფუძნდება. სხვადასხვა ტაქსის კომპანიებში დასაქმებული მძღოლები საკუთარი უფლებების დაცვისთვის ერთიანდებიან.
საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების ინფორმაციით, ერთ ერთი ყველაზე დაუცველი სფეროს წარმომადგენლები წლებია კანონმდებლობის შეცვლის მოლოდინში არიან. მათი ერთ ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ რეგულაციების დროული დაწესება იქნება.
ტაქსის მძღოლები, ტრანსპორტის პროფკავშირის ორგანიზებით, ხვალ, 11 ნოემბერს, 12:00 საათზე, იპოდრომის ცენტრალურ შესასვლელთან შეიკრიბებიან და პროფკავშირის დაფუძნების და სფეროში არსებული პრობლემების შესახებ სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.