ძლიერი წყალდიდობა ალბანეთში. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი დურესის რაიონს მიაყენა. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც. სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, ერთი ადამიანი იმსხვერპლა.