საარჩევნო პროცესს შეერთებულ შტატებში ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. კალიფორნიის ქალაქ აზუსში საარჩევნო უბანთან სროლის ხმა ისმოდა. CNN-ის ცნობით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია სამი ადამიანი. მომხდარის გამო საარჩევნო უბანი დაიხურა. თვითმხილველების თქმით, საარჩევნო უბანთან დაახლოებით 20- გასროლის ხმა გაისმა, შეიარაღებულმა მამაკაცმა ადგილიდან მიმალვა მოახერხა, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცველებმა ის უბნიდან რამდენიმე კილომტერის დაშორებით გარდაცვლილი იპოვეს. მან სავარაუდოდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დანაშაულის მოტივი უცნობია.