მიხეილ სააკაშვილი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რჩება, ვიდრე მისი გადადგომის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის თანაშემწემ მარინა ჩიჟმა გამოცემა "უკრაინსკაია პრავდას"განუცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჯერ ოდესის დატოვებას არ გეგმავს.
"ამჟამად მიხეილ სააკაშვილი ოდესაში რჩება .ვიდრე პრეზიდენტი განცხადებას ხელს არ მოაწერს, ის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეა. ამას გარდა, მას აქ საქმეები აქვს, რეგიონის დატოვებას ჯერ არ გეგმავს”, -განაცხადა ჩიჟმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ ყველა საჭირო დოკუმენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე წარადგინა.