ეგვიპტის ნავთობის მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით ირანს ეწვია. თარიქ ალ-მულა ნავთობის მიწოდებაზე თეირანთან შეთანხმების მიღწევას შეეცდება. ქაიროს ნედლეულის შესყიდვაზე ახალი ხელშეკრულებება მას შემდეგ დასჭირდა, რაც საუდის არაბეთმა ეგვიპტეში ნავთობის ექსპორტი შეწყვიტა. ოფიციალური ერ-რიადი ამ ადრომდე არ ხსნის გადაწყვეტილების მიზეზებს. სახელმწიფოთაშორის შეთანხმება ხუთი წლის ვადით ყოველთვიურად 700 ათასი ტონა ნავთობის მიწოდებას ითვალისწინებდა. გარიგების ღირებულება კი 23 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეგვიპტისა და საუდის არაბეთის ურთიერთობები სირიის კრიზისის ფონზე უკიდურესად გამწვავდა.