მოსკოვი „ჰიუმან რაითს უოჩის“ ანგარიშს, სადაც სირიის სკოლების დაბომბვაზეა საუბარი, სიცრუეს უწოდებს. ადამიანის უფლებადამცველები დოკუმენტში აღნიშნავენ, რომ იდლიბის სკოლაზე თავდასხმა სამხედრო დანაშაულად შეიძლება იქნეს განხილული, რადგანაც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არანაირი სამხედრო ობიექტი არ ყოფილა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, ორგანიზაციის ანგარიში გამოგონილი ინფორმაციაა მოყვანილი. „ჰიუმან რაითს უოჩის პუბლიკაცია, სადაც ახალი მტკიცებულებების სახით შვიდი დაშავებულის სატელეფონო ინტერვიუა მოყვანილი, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და წარმოადგენს მორიგ ტყუილს“,- აცხადებს კონაშენკოვი. 26 ოქტომბერს იდლიბის სკოლაზე საავიაციო იერიშს 22 ბავშვი და 6 პედაგოგი შეეწირა.