ციხის ბუნტი ბრიტანეთში. ქალაქ ბედფორდის სასჯელარსრულების დაწესებულებაში 200-მდე პატიმარმა მასობრივი არეულობები მოაწყო. ციხის ადმინისტრაციამ ადგილზე პოლიციის სპეცდანაყოფი გამოიძახა. ოპერაცია 6 საათს გაგრძელდა. საბოლოოდ სამართალდამცავებმა ვითარების კონტროლქვეშ აყვანა შეძლეს. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.