გასულ კვირას დაკავებულმა 45 წლის ტოდ კოლჰეპმა აღიარა, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში 7 ადამიანი მოკლა. მან პოლიციას საკუთარ მსხვერპლთა სამარხებიც აჩვენა. ცხედრები მის ფერმაში იყო დაფლული. მორიგი მსხვერპლი კალა ბრაუნი მას კონტეინერში ჰყავდა დამწყვდეული. პოლიციამ ის ჯაჭვით ბოძზე მიბმული იპოვა. როგორც 32 წლის ქალბატონი აცხადებს, კოლჰეპმა მას მეგობარი მამაკაცი კაცი თვალწინ მოუკლა.