რუსეთისგან ნატოს წევრ სახელმწიფოებს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ „დოიჩე ველესთვის მიცემულ ინტერვიუში ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა. „ჩვენი და რუსეთის ურთიერთობა ცივი ომის შემდეგ არ დგას იმ დონეზე, რა დონეზეც გვსურს იყოს, თუმცა დღესდღეობით რუსეთისგან ალიანსის წევრი რომელიმე ქვეყნის მიმართ რაიმე საფრთხეს ვერ ვხედავთ,“-აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.