ალეპოში ჰუმანიტარული პაუზის რეჟიმი ამოქმედდა. დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე სირიის სახელისუფლო ძალები ე.წ. ჰუმანიტარული დერეფნების მიმდებარე ტერიტორიას დატოვებენ, რუსული ავიაცია კი ალეპოზე საჰაერო იერიშებს შეწყვეტს. ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვების საშუალება ადგილობრივ მცხოვრებლებს 10 საათის განმავლობაში მიეცემათ, თუმცა როგორც რუსული მხარე აცხადებს, ამბოხებულები ქალაქიდან გასვლის მსურველებს ცეცხლს უხსნიან და დერეფნებთან მიახლოვების საშუალებას არ აძლევენ.