სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი მეგობრის სკანდალურ საქმესთან კავშირის გამო დააკავეს. მას ბრალი პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენაში ედება, რითაც ფინანსურ სარგებელს ნახულობდა. გამოძიების თანახმად, ან ჩონ ბომი თანამდებობას იმისთვის იყენებდა, რომ ბიზნესმენებისთვის ფული გამოეძალა. პროკურატურამ ეჭვმიტანილის დაკავება გადაწყვიტა, რადგანაც ქვეყნიდან მისი გაქცევის საფრთხე არსებობდა.