მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა პაკისტანში. ყარაჩიში ერთმანეთს სამგზავრო მატარებლები შეეჯახა. ინციდენტს 16 ადამიანი ემსხვერპლა, 40-მდე კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება. სამაშველო სამუშაოები შემთხვევის ადგილას ამ წუთებშიც გრძელდება.